"ჩვენს შორის არანაირი წყენა არ არსებობს.." - ფლიკმა ლეროი სანეზე ისაუბრა

"ჩვენს შორის არანაირი წყენა არ არსებობს.." - ფლიკმა ლეროი სანეზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მიმდინარე ზაფხულში ბაიერნის ყოფილი თავკაცი, ჰანს ფლიკი დაინიშნა.

გერმანელმა სპეციალისტმა Bild-თან ინტერვიუში, ლეროი სანეზე ისაუბრა:

'როდესაც მწვრთნელი ხარ, შენ გადაწყვეტილებები უნდა მიიღო .. მე ყოველთვის ვუხსნიდი სანეს ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მას ეს ყოველთვის ესმოდა. არ არსებობს არანაირი წყენა - პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვაფასებთ.

მე ვიცი რა შესაძლებლობები აქვს სანეს, მაგრამ ის ამას მოედანზე ყოველთვის ვერ ავლენდა. თუმცა, სანემ ახლა ყველაფერი გვაჩვენა - გუშინ მან მარცხენა ფლანგზე ითამაშა და ლამაზი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ნაგელსმანთან კონტაქტზე ვრჩები, რადგან ამ ეტაპზე ლეროის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო და ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული დროა საჭირო, რათა სასურველი ფორმა დაიბრუნოს. მას ბაიერნში და ნაკრებშიც, ჩვენი მხარდაჭერა აქვს.
' - განაცხადა ფლიკმა.


29-08-2021, 15:12
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0