რამდენიმე წუთის წინ, ბაიერნის ოფიციალურმა გვერდმა მარსელ ზაბიცერის ტრანსფერი დაადასტურა.
ავსტრიელმა ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროის განმავლობაში, 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
აღნიშნული ტრანსფერი რეკორდმაისტერს16 მილიონი ევროა დაუჯდა.
კლუბში გადმოსვლის შემდეგ, ბაიერნის პრესს-სამსახურთან 27 წლის ნახევარმცველმა პირველი კომენტარიც გააკეთა:
'ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბაიერნში თამაშის საშუალება მომეცა. ბავშვობაში, ჩემი ბაიერნის მაისურებით მუდამ ვამაყობდი და ყოველ შობას, ახალს ვიღებდი საჩუქრად.
მე ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის - რაც შეიძლება ბევრი მატჩის და ტიტულის მოგება მსურს.' - განაცხადა ზაბიცერმა.
ასევე: როგორი იქნება ბაიერნის სასტარტო შემადგენლობა ზაბიცერთან ერთად? (ფოტო)