"განსაკუთრებით ამ პოზიციაზე გვიჭირს.." - კლოპი გერმანიის ნაკრების პრობლემებზე

"განსაკუთრებით ამ პოზიციაზე გვიჭირს.." - კლოპი გერმანიის ნაკრების პრობლემებზე

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მისი მიზანი 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაა, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი ბუნდესგუნდის მუნდიალზე ფავორიტობასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი.

გუნდის ხარისხის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრებს არ ჰყავს სხვა ტოპ-ნაკრებებზე ბევრად უკეთესი გუნდი,” - განაცხადა კლოპმა RTL-თან ინტერვიუში.

ლივერპულის 54 წლის დამრიგებელს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრებს განსაკუთრებით თავდასხმაში უჭირს - უფრო კონკრეტულად კი, ცენტრფორვარდის პოზიციაზე:

მაგალითად, ინგლისს მინიმუმ 7 ისეთი კლასიკური ცენტრფორვარდი ჰყავს, რომლებსაც ინგლისის ნაკრებში თამაში შეუძლიათ. ჩვენ რატომ არ გვყავს? ფაქტია, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გვიჭირს. როგორმე ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. გვყავს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც ცუდად არ თამაშობენ და კარგად დარბიან - ესაა და ეს. კარგი იქნება, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში გვყავდეს რამდენიმე კლასიკური ცენტრფორვარდი.”

ხსენებულ ინტერვიუში კლოპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს.


2-09-2021, 18:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0