ზიულე ვარ თუ არა საუკეთესო გერმანელი მცველი

ზიულე ვარ თუ არა საუკეთესო გერმანელი მცველი

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზიულემ, თავის სტატუსსა და თამაშზე ისაუბრა.

ბოლო პერიოდში გერმანულ პრესაში აქტიურად განიხილება "ბაიერნიდან" მატს ჰუმელსის წასვლის თემა და ჩნდება კითხვა თუ ვინ არის ქვეყნის საუკეთესო მცველი - ზიულე თუ ჰუმელსი?

ამ თემაზე "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა და "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმაც, ისაუბრეს.

"დებატებში ჩაბმას არ ვაპირებ, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს თამაშს განიხილავენ და ჩემს მოქმედებებზე საუბრობენ.

თუ ხალხი ამბობს, რომ კარგი მცველი ვარ, ესეიგი სწორი მიმართულებით მივდივარ.

დღეს ფეხბურთი ისეა მოწყობილი, რომ მცველი მეკარესთან ერთად ჩართულია თამაშის შექმნასა და ბურთის ატანაში", - განაცხადა ზიულემ.

23 წლის გერმანელმა გასული სეზონი წარმატებით ჩაატარა და "ბაიერნის" ძირითადი მცველი გახდა. ამ ზაფხულს კი კლუბი მატს ჰუმელსმა დატოვა და დორტმუნდის "ბორუსიას" დაუბრუნდა.

2018/19 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ნიკლას ზიულემ 42 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა.


23-07-2019, 02:01
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0