დანაკლისები: ვინ არ ეყოლება ბარსელონას და ბაიერნს ხვალინდელ შეხვედრაში?

დანაკლისები: ვინ არ ეყოლება ბარსელონას და ბაიერნს ხვალინდელ შეხვედრაში?

14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ბარსელონა და ბაიერნი დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდი აღნიშნულ შეხვედრას ჩინებულ ფორმაში ხვდება, ეს განსაკუთრებით ბაიერნს ეხება, რომელიც ბოლო 6 შეხვედრაა დაუმარცხებელია და ამ თამაშებში ნაგელსმანის გუნდმა 27 გოლი გაიტანა, საპასუხოდ კი მხოლოდ 5 ბურთი მიიღო.

იგივეს თქმა შეიძლება ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც, აქაც უპირატესობა ბაიერნის მხარესაა, ვეცდებით დეტალურად განვიხილოთ ორივე გუნდის დანაკლისები.

ბარსელონა - კატალონიურ გუნდს, როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან ხვალინდელ მატჩში 6 ფეხბურთელი დააკლდება: სერხიო აგუერო (წვივის ტრავმა), ბრეითუეიტი (მუხლის ტრავმა), დემბელე (მუხლის ტრავმა), სერხი რობერტო (ნეკნების დაზიანება), ანსუ ფატი (მუხლის ტრავმა) და მუსა ვაგე (მყესების დაჭიმულობა).

ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიდევ ორი მოთამაშის - ხორდი ალბას (კუნთის ტრავმა) და დესტის (კოჭის ტრავმა) თამაში.

ბაიერნი - რეკორდმაისტერს აღნიშნულ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოთამაშე - კორენტინ ტოლისო არ გაყოლია, რომელსაც წვივის ტრავმა აწუხებს.

კითხვის ნიშნის ქვეს დგას სერჟ გნაბრის თამაში, გერმანელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასულ ტურში, ლაიპციგთან მატჩჩი კუნთი დაიზინა, თუმცა მთელი ეს დრო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და მისი მოედანზე ხილვა გამორიცხული არ არის. სხვა დანარჩენი მოთამაშეები, სრულ მზადყოფნაში არიან.

შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მატჩის დაწყებამდე: ქვიზი - რამდენად კარგად გახსოვს ბაიერნის ისტორია ჩემპიონთა ლიგაზე?


14-09-2021, 00:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0