ბარსელონასთან შეხვედრაში, მატჩის 34-ე წუთზე ტომას მიულერმა ბაიერნი შორეული დარტყმით დააწინაურა.
მეორე ტაიმის 56-ე წუთზე თავისი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმაც გაიტანა, საგოლე გადაცემა კი 18 წლის ჯამალ მუსიალამ გაიფორმა.
85-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ბარსელონას კარი კიდევ ერთხელ აიღო და რეკორდმაისტერის უპირატესობა სამამდე გაზარდა.
იხილეთ ვიდეო: