გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმი ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ამომვალ ვარსკვლავზე, 18 წლის ჯამალ მუსიალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ნეიმარის დონის ფეხბურთელი გახდეს:
'მას შეუძლია, ფანტასტიკური შემტევი ნახევარმცველი გახდეს. ძალიან თავმდაბალია, უყვარს შრომა და მწვრთნელების მოსმენა. მუსიალა უკვე არის შესანიშნავი ფეხბურთელი და შეუძლია, ახალი ნეიმარი გახდეს', - თქვა მათეუსმა.
შეგახსენებთ, მუსიალას გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა და უკვე მოასწრო 9 მატჩის ჩატარება. ბაიერნის მთავარ გუნდში მუსიალამ დღემდე 61 თამაში ჩაატარა და თავის გამოჩენა 13 გოლით და 6 ასისტით მოახერხა.