...

რიბერი: "რონალდუმ ოქროს ბურთი მომპარა"

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, 2012/13 წლების ფენომენალური სეზონი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2013 წელს ოქროს ბურთი მას უნდა მიეღო.

2012/13 წლების სეზონში "რეკორდმაისტერმა" სამი ტიტული მოიგო, ხოლო ფრანგი შემტევი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, რომელმაც ბრწყინვალე თამაში აჩვენა.

რიბერიმ იმ სეზონში 43 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა, 23 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ოქროს ბურთი მაინც ვერ მოიგო. იმ წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოიპოვა.

"ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ თითქოს ოქროს ბურთი მომპარეს. ეს სრულიად გაუგებარი იყო. მე ყველა ტიტული მოვიგე, მეტი რა უნდა გამეკეთებინა? ეს უბრალოდ უსამართლობა იყო.

გარდა ამისა, ჩემი ქვეყნის თანადგომა საერთოდ არ მიგრძვნია. საკუთარი თვალებით ვნახე თუ როგორ უნდოდათ ფრანგებს ოქროს ბურთი რომ რონალდუს მოეგო. როგორ ფიქრობთ, პორტუგალიაში მესის ან რიბერის უჭერდნენ მხარს? რა თქმა უნდა, არა.

2010 წელს (საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა) მათ სჭირდებოდათ ვინმე, რომელსაც დაადანაშაულებდნენ. საფრანგეთში, რატომღაც, ყველას სჯეროდა, რომ პრობლემა მე ვიყავი, ჩემი ოჯახიც კი გადამემტერა.

მაშინდელ ფრანგული მედიის საქციელს ნამდვილად ვერასოდეს დავივიწყებ. ეს არის ჭრილობა, რომელიც სამუდამოდ ჩემთან დარჩება. ეს ზედმეტი იყო", - განაცხადა 34 წლის ფრანგმა "Canal Football Club-თან" საუბრისას.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ფრანკ რიბერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა