კოვაჩმა ერნანდესის და პავარის როლზე ისაუბრა

კოვაჩმა ერნანდესის და პავარის როლზე ისაუბრა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე გუნდის ორი ახალწვეული მცველის როლიც განიხილა.

ამ ზაფხულს "რეკორდმაისტერმა" დაცვის ხაზი სერიოზულად გააძლიერა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უნივერსალურ მცველებში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა.

მიუნხენელებმა ბენჟამენ პავარი 37 მილიონ ევროდ, ხოლო მოგვიანებით ლუკა ერნანდესი 81 მილიონ ევროდ გადაიბირეს.

ლუკა ერნანდესზე: "ის ბევრს მუშაობს, სრული მოტივაციითა და შემართებით. ის გუნდს უფრო ადრე უნდა შეუერთდეს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით".

ბენჟამენ პავარზე: "მას როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში. რთული იქნება იმის გადაწყვეტა თუ ვინ, სად და როგორ ითამაშებს ამ პოზიციებზე".

პავარის მსგავსად ლუკა ერნანდესის უნივერსალია - მას დაცვის ცენტრში და მარცხენა ფრთაზე შეუძლია მოქმედება.

პავარისა და ერნანდესის გარდა "ბაიერნს" ცენტრში ნიკლას ზიულე და ჟერომ ბოატენგი ჰყავს, ხოლო ფლანგებზე იოზუა კიმიხი და დავიდ ალაბა.


23-07-2019, 16:38
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0