...

ბუნდესლიგა: ტურის სიმბოლურში ორი მიუნხენელია

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-საიტმა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი სათამაშო კვირა შეაჯამა და ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მე-18 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდა და უხერხული მეტოქე დამაჯერებლად (3:1) დაამარცხა.

ლევერკუზენში კარგი თამაში "რეკორდმაისტერის" საყრდენ ხავი მარტინესსა და შემტევ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს, დაუფასდათ. ესპანელმა "ხარმა" ცენტრში ჩინებულად იმოქმედა და პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა.

26 წლის კოლუმბიელმა შემტევმა კი საკმაოდ პროდუქტიული მატჩი ჩაატარა, რიბერის ასისტი გაუკეთა, თავად კი მატჩის ბოლოს თავისივე მოპოვებული ჯარიმა ულამაზესი დარტყმით გოლად აქცია.

გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლური ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-საიტის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე: მარვინ ჰიტცი ("აუგსბურგი")

მცველები: რობინ კოხი ("ფრაიბურგი"), ფრედრიკ სიორენსენი ("კიოლნი"), ტიმო ბაუმგარტლი ("შტუტგარტი"), ბენჟამინ ჰიუბნერი ("ჰოფენჰაიმი")

საყრდენი ნახევარმცველი: ხავი მარტინესი ("ბაიერნი")

შემტევი ნახევარმცველები: ჟა-ჩოელ კოო ("აუგსბურგი"), ხამეს როდრიგესი ("ბაიერნი"), კაიუბი ("აუგსბურგი")

თავდამსხმელები: სებასტიან ჰალერი ("აინტრახტი"), ნიკოლას ფულკრუგი ("ჰანოვერი")

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა