მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამზიჩმა ანტონიო რუდიგერის მიმართ ინტერესზე ისაუბრა, 44 წლის სპეციალისტმა რეალ მადრიდთან კონკურენციაში ჩაბმა უარყო:
'რუდიგერი? ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და ამ სეზონში მართლაც საოცრად გამოდის, თუმცა არ მიყვარს სხვა კლუბის ფეხბურთელბზე საუბარი..
ჩვენ ამ ზაფხულს უპამეკანო დავიმატეთ და ამით, დაცვაში არსებული ყოველგვარი პრობლემა გადავჭერით.
რეალ მადრიდთან კონკურენცია? უკვე გითხარით, რომ დაცვის ცენტრი გავაძლიერეთ', - თქვა სალიჰამზიჩმა.
შეგახსენებთ, ანტონიო რუდიგერი და ლონდონის ჩელსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ხელფასის გამო ვერ ახერხებენ, დიდი ალბათობით გერმანელი მცველი ლონდონურ კლუბს ზაფხულში დატოვებს, მისი გადაბირებით ბაიერნი და რეალ მადრიდი არიან დაინტერესებულნი, თუმცა როგორც პრესაში იწერება, თავად რუდიგერს რეალ მადრიდში თამაში სურს.