მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გუნდის ცენტრალურ მცველზე, ნიკლას ზულეზე ისაუბრა:
'ზულე, როდესაც ფრანკფურტში თამაშობდა მე-10 ნომერი იყო, ახლა კი, ჩემი და ხავიერ ზემბორდის გადაწყვეტილებით, თანდათანობით დაცვაში გადმოიწია.
ის აუცილებლად იფიქრებდა - რას მიშვება ეს ორი იდიოტი? ზულეს ჯერ კიდევ აქვს "ათიანის" გენი, მან ეს ბურთთან ერთად უფრო ხშირად უნდა აჩვენოს და მე ამას აუცილებლად გამოვიყენებ', - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, გერმანელი მცველი ფრანკფურტის ღირსებას 2006-2009 წლებში იცავდა.