...

ვაგნერი: "ბაიერნმა ბავშვობიდან დამატყვევა!"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, სანდრო ვაგნერმა, ბრემენის "ვერდერთან" თამაშის წინ კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტთან გაისაუბრა.

30 წლის გერმანელმა, რომელიც კლუბს ზამთარში დაუბრუნდა, "რეკორდმაისტერში" გატარებული პერიოდი და ბავშვობა გაიხსენა.

სანდრო, ფეხბურთში როგორც წესი სენტიმენტალიზმის ადგილი აღარ არის, მაგრამ თქვენი დაბრუნება "ბაიერნში" რომანტიკულ ასპექტს შეიცავდა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
"არ ვიცი სხვებმა როგორ მიიღეს, მაგრამ ჩემთვის მართლაც ასეა. მე აქ გავიზარდე და ბავშვობაში მთელი 10 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე "ზებენერ შტრასზე" ვიყავი. ან სამხრეთ ტრიბუნაზე ვიყავი ოლიმპიურ სტადიონზე ბურთის მომწოდებლად ვმუშაობდი. ამ კლუბმა ჯერ კიდევ იმ დროიდან დამატყვევა და დაბრუნება მართლაც ოცნების ახდენას ჰგავდა."

თქვენი კარიერის საწყის ორ-მესამედ ნაწილს, რომ გადახედოთ, ახლა რაიმეს განსხვავებულად გააკეთებდით?
"რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ თომას მიულერისა და დავიდ ალაბას მსგავსად, ჯერ კიდევ მაშინ ვყოფილიყავი ძირითადი მოთამაშე. თუმცა სიმართლე გითხრათ, მაშინ ასეთი ნაბიჯისთვის მზად არ ვიყავი. სწორედ ამიტომ, კლუბი დავტოვე და ვცდილობდი, რომ ყველგან დამეტოვებინა საკუთარი კვალი. მადლობას ვუხდი ცხოვრებას იმ გამოცდილებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე. ყოველმა ახალმა კლუბმა და ახალმა სიტუაციამ მაქცია ისეთად, როგორიც ახლა ვარ. ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ."

რას ამბობს თქვენი მეუღლე მას შემდეგ, რაც უეცრად სახლში ძალიან დიდ დროს ატარებთ?
"ძალიან კარგი შეკითხვაა (იცინის). ჩვენ საწყის ეტაპზე 1 კვირიანი სავარჯიშო ეტაპი გვქონდა და ის ნელ-ნელა სიტუაციას ეგუება."

სერიოზულად: შენი ოჯახი უკვე წლებია სამხრეთ მიუნხენში ცხოვრობს, შენ კი დარმშტადტსა და ჰოფენჰაიმში თამაშობდი. ეს როგორ გამოგდიოდა?
"ეს ძალიან დამღლელი იყო. როდესაც 2015 წლის ზაფხულში ბერლინი დავტოვე ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად უნტერჰახინგში დაბრუნდა, ვინაიდან არ გვინდოდა, რომ ბავშვები მუდმივად ახალი გარემოს შეგუებით ყოფილიყვნენ დაკავებულები. მანქანით კვირაში ორჯერ ან სამჯერ მიწევდა აქეთ-იქით სიარული და თვის განმავლობაში ძალიან ბევრ კილომეტრს გავდიოდი."

შენ არ ხარ ერთადერთი, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განიცადა. მიუნხენის "ბაიერნიც" არანორმალურად გაიზარდა. შენ ყველაფრის თავიდან გავლა მოგიწევს?
"როდესაც მე წავედი მთელი მთავარი ოფისი ძველ ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული, არანაირი მიწისქვეშა პარკინგები არ ყოფილა, ახლა კი აქ სამსართულიანი შენობა დამხვდა! ბევრი რამ შეიცვალა. მეორე მხრივ, ამდენი ბედნიერი სახის დანახვა გამიხარდა. ეს იმას ადასტურებს, რომ "ბაიერნი" დიდი კლუბია და ოჯახურ გარემოზე დიდ აქცენტს აკეთებს."

ამ ეტაპზე "ალიანს არენაზე" მხოლოდ 62 წუთი გაქვთ გატარებული. ელით "ვერდერის" წინააღმდეგ თქვენს დაბრუნებას?
"ძალიან! მითუმეტეს იმიტომ, რომ ახლა მასპინძელი ვარ და მეტოქის მაისურით არ მომიწევს გოლის გატანა."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
სანდრო ვაგნერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა