...

ხამესმა და რუდიმ ვარჯიშზე იჩხუბეს

მიუნხენური კლუბის გუშინდელ ვარჯიშზე ერთი უსიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა - ხამეს როდრიგესმა და სებასტიან რუდიმ იჩხუბეს.

ავტორიტეტულმა გერმანულმა ტაბლოიდმა, "Bild-მა", გაავრცელა ფოტო, რომელზეც ასახულია თუ როგორ უყურებს გაბრაზებული რუდი "რეკორდმაისტერის" კოლუმბიელ ლეგიონერს.


26 წლის სამხრეთ ამერიკელი რუდის უკნიდან ფეხებში ხისტად ჩაუხტა, რამაც გერმანელი ნახევარმცველის უკმაყოფილება და გაცხარება გამოიწვია. სიტუაციაში გუნდის ვეტერანი მოთამაშეები - ჟერომ ბოატენგი, ფრანკ რიბერი და რაფინია ჩაერთნენ.

"ბაიერის" ჰოლანდიელი ვინგერი, არიენ რობენი, კი ბიჭებს ირონიულად მიმართავდა: "მიდით ბიჭებო, გააგრძელეთ!". საბოლოოდ, მდგომარეობა დამშვიდდა და მოთამაშეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

მიუნხენური გრანდი ბრემენის "ვერდერთან" საშინაო თამაშისთვის ემზადება, რომელიც ხვალ ბუნდესლიგის მე-19 ტურის ეგიდით გაიმართება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხამეს როდრიგესი სებასტიან რუდი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა