მიუნხენის ბაიერნი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა ლეროი სანემ დატოვოს - დიდი ალბათობით გერმანელი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდება, წერენ ბრიტანული და გერმანული გამოცემები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 წლის სანეს დამატება ჩელსის ძალიან სურს და სწორედ ამიტომ, ისინი რეკორდმაისტერს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობენ - ჩელსი მზად არის ტრანსფერში ტიმო ვერნერიც ჩართოს.
თუმცა, სანეს ბოლოდროინდელი თამაშიდან გამომდინარე, აღნიშნულ გაცვლაზე ბაიერნი თანახმა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ტიმო ვერნერის შეძენა წარსულში არაერთხელ სცადა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ტიმო ვერნერის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგეს, ლეროი სანეს კი 60 მილიონს.