ხვალ, გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, ბაიერნი სახლში ფრაკუფრტის აინტრახტს მიიღებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, გერმანული გამოცემა bild-ი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს გვთავაზობს:
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ზულე, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი - კიმიხი, გორეცკა - მუსიალა, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა, 19:30 საათზე დაიწყება.