...

მარტინესი და მიულერი ასიანთა კლუბს შეუერთდნენ

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის თამაში, შინ ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ (4:2), ხავი მარტინესისა და თომას მიულერისთვის საიუბილეო გამოდგა.

"რეკორდმაისტერის" 29 წლის ესპანელმა ცენტრმა დღევანდელი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 58 წუთი დაჰყო და ბუნდესლიგაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

ხავი მარტინესი გერმანული გრანდის ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. აღსანიშნავია, რომ ამ 100 შეხვედრიდან ხავიმ გერმანიის ჩემპიონატში უკვე 85 გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება თომას მიულერს, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 28 წლის გერმანელმა დუბლი გაიფორმა და ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა 100-მდე აიყვანა.

თომასი ბუნდესლიგის ასიანთა კლუბს მხოლოდ "ბაიერნის" მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით შეუერთდა და ამისათვის 272 მატჩი დასჭირდა.

28 წლის ასაკში ბუნდესლიგაში 100 გოლის გატანა "ბაიერნის" ისტორიაში მხოლოდ ლეგენდებმა შეძლეს: გერდ მიულერმა (365), კარლ-ჰაინც რუმენიგემ (162), როლანდ ვოლფარტმა (119) და დიტერ ჰიონესმა (102).скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა