...

პრევიუ: ბაიერნი - ჰოფენჰაიმი

დღეს მიუნხენის "ბაიერნი" სანაკრებო შესვენებამდე ბოლო თამაშს ჩაატარებს და შინ "ჰოფენჰაიმს" მიიღებს, რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება. კარლო ანჩელოტის გუნდი ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ბაიერნი - ჰოფენჰაიმი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური
თარიღი: 18:30 საათი, 5 ნოემბერი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: მარკუს შმიდტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Матч! Футбол 3

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
მიუნხენურმა გრანდმა რამდენიმე დღის წინ, ეინდჰოვენში, გამარჯვებათა სერია გააგრძელა და "პსვ" რობერტ ლევანდოვსკის მორიგი დუბლით დაამარცხა. კარლო ანჩელოტის გუნდი ახლა სანაკრებო პაუზამდე ბოლო თამაშს ჩაატარებს და აცდება, რომ შესვენებაზე საუკეთესო განწყობით გავიდეს. "რეკორდმაისტერი" მეორე ადგილოსან "ლაიფციგს" მხოლოდ ორი ქულით უსწრებს, ხოლო დღევანდელ მეტოქეს - ოთხით, ამიტომ "ბაიერნისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩია და მიუნხენელებს მხოლოდ სამი ქულა სჭირდებათ. სავარაუდოდ, იტალიელი სპეციალისტი სასტარტო თერთმეტეულს კვლავ შეცვლის, მაგრამ ამჯერად ბევრი გადაადგილება არ არის მოსალოდნელი. ჰოლანდიაში დუგლას კოშტა სათადარიგო სკამიდან ბრწყინვალედ შევიდა და დღეს პირველივე წუთებიდან მინდორზე გასვლა დაიმსახურა. ის არიენ რობენს შეცვლის, რომელიც ბოლო პერიოდში კარგად გაისარჯა და დასვენება სჭირდება. "ბაიერნს" ხავი მარტინესი და ფრენკ რიბერი კვლავ ვერ დაეხმარებიან. 33 წლის ფრანგმა ვინგერმა ვარჯიშები გუშინ აღადგინა, მაგრამ ანჩელოტის განცხადებით, ფრენკი მინდორზე გასასვლელად ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მზად. თუმცა, "ბაიერნი" დიდებულ ფორმაშია და რიბერის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება.

"ჰოფენჰაიმი" კი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. 28 წლის გერმანელმა სპეციალისტმა, იულიან ნაგელსმანმა, საკმაოდ ორგანიზებული და მომხიბვლელი გუნდი შექმნა, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, კარგად კომბინირებს და შედეგიც ფანტასტიკური აქვს. "სოფლელებს" ბუნდესლიგაში თამაში ჯერ არ წაუგიათ და 19 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. "ჰოფენჰაიმმა" ფრეებით დაიწყო, მაგრამ ხუთი თამაშიდან ბუნდესლიგაში ხუთივე მოიგო. "ჰოფემ" ბოლო ორ ტურში, შესაბამისად ლევერკუზენის "ბაიერი" (3:0) და ბერლინის "ჰერტა" (1:0) დაამარცხა, რითიც საკუთარი ამბიციები განამტკიცა. ნაგელსმანი ხუთმცველიანი ტაქტიკით მოქმედებს და შეტევაში მშვენიერი მოთამაშეები ჰყავს. ბოლო თამაშებში ფანტასტიკურად კერემ დემირბაი გამოიყურება, რომელსაც ლუკას რუპი ეხმარება. შეტევაში კი "სოფლელებს" ანდრეა კრამარიჩი და სანდრო ვაგნერი ჰყავთ - ორი განსხვავებული ცენტრალური თავდამსხმელი, რომლებიც ერთმანეთს კარგად ავსებენ. დაცვაში პრობლემები თავიდან იყო, მაგრამ ნელ-ნელა მოგვარდა და "ჰოფენჰაიმის" მთავარმა ტალანტმა, ნიკოლას ზიულემ, ჩინებული ფორმა აკრიფა. გუნდს პირმინ შველგერი და მარკ უტი ვერ ეხმარებიან, მაგრამ ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. "ჰოფენჰაიმი" მართლაც სენსაციურად კარგად გამოიყურება და დღეს "ბაიერნის" გამწარებას ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ იულიან ნაგელსმანს შესანიშნავი კოლექტივი ჰყავს, "ბაიერნი" მაინც უდავო ფავორიტია და მხოლოდ სამ ქულაზე უნდა იფიქროს. თამაში მარტივი ალბათ არ იქნება, მაგრამ მთავარი სამი ქულაა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - კიმიხი, ალონსო, ვიდალი - მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა.

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადრჟაბეკი, ზიულე, ფოგტი, ჰიუბნერი, ტოლიანი - რუდი, რუპი, დემირბაი - კრამარიჩი, ვაგნერი.

საინტერესო ფაქტები
  • "ჰოფენჰაიმს" მიუნხენის "ბაიერნი" 16 დაპირისპირებიდან არც ერთხელ არ დაუმარცხებია. ბუნდესლიგის ისტორიაში ასეთი მაჩვენებელი არცერთ სხვა გუნდებს შორის არ არის.

  • თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ "ბაიერნს" "ჰოფენჰაიმი" ბოლო წუთებზე გატანილი გოლით სამჯერ ჰყავს დამარცხებული. ასეთი რამ გასულ სეზონშიც მოხდა, როდესაც მიუნხენელებმა სტუმრად 2:1 იმარჯვეს.

  • ფრენკ რიბერიმ "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ ჩატარებულ 15 შეხვედრაში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მინდორზე ვერ გავა.

  • რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი ოლივერ ბაუმანის კარში აქვს გატანილი - 12.

  • "ჰოფენჰაიმი" "ალიანს არენას" რვაჯერ ეწვია და ქულის მოპოვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ეს 2014 წლის მარტში მოხდა, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდმა "ჰოფესთან" ფრედ 3:3 ითამაშა.

  • "ბაიერნს" ცხრა ტურის შედეგად ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 23. მეორე დორტმუნდის "ბორუსიაა" (20), შემდეგ კი ამ მაჩვენებლით "ლაიფციგი" და "ჰოფენჰაიმი" მოდიან - 17 ბურთი.

  • ბუნდესლიგაში, ამ ეტაპზე, მხოლოდ სამი დაუმარცხებელი გუნდია, მათ შორის "ბაიერნი" და "ჰოფენჰაიმიც" (მესამე "ლაიფციგია").

  • ბოლო 23 საშინაო თამაშიდან ბუნდესლიგაში მიუნხენურ კლუბს მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (20მ, 2ფ).

წინასამატჩო კომენტარები
კარლო ანჩელოტი: ​"ჰოფენჰაიმი" საკმაოდ კარგად ორგანიზებული, ინტენსიური და მრავალფეროვანი გუნდია, რომელიც ამ მომენტისთვის, საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურება. სწორედ ამიტომ, საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

იულიან ნაგელსმანმა გასულ წელს ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ცოტა მრცხვენია, როდესაც 28 წლის სპეციალისტს ვხედავ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ დავბერდი. შესაძლოა, მას არ აქვს გამოცდილება, მაგრამ გააჩნია საოცარი ენთუზიაზმი და არის ძალიან კონცენტრირებული.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ნაგელსმანი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს გაწვრთნის და შესაძლოა, ეს არა ახლა, არამედ 10-12 წლის შემდეგ მოხდეს."

იულიან ნაგელსმანი: ​"ვეცდებით, რომ "ბაიერნი" შეცდომებზე დავიჭიროთ. ბუნდესლიგაში ყველა მატჩში დადებითი შედეგის მიღწევა ნამდვილად შეუძლებელია, მაგრამ ხვალ შანსები გვაქვს.

ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშოთ, ხოლო "ბაიერნს" საუკეთესო დღე არ ჰქონდეს. მიუნხენელებთან თამაშის დროს საუკეთესო იარაღი საკუთარი პლიუსების გამოყენებაა."​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
namtvralevi
namtvralevi | 5 ნოემბერი 2016 22:21
ძაან კაი რო არ მოიგეს ჯობია ინტრიგა ბოლომდე დარჩეს.დორტმუნდის მოგებამაც მასიამოვნა.ბაიერნი დორტმუნდი დარჩებიან ბოლოს არმინდა ეს ლაიპციგ ჰოფენჰაიმი კონკურენტად ერთჯერადი გუნდები არიან. იმედია მიულერი დაიწყებს გატანას და ლევანდოვსკისაც საკმაოდ გაასწრეს ბომბარდირობაში.ობამეიანგი გაგიჟდა :)
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა