...

ბაიერნი 4:2 ვერდერი: მატჩისშემდგომი კომენტარები

მიუნხენის "ბაიერნისა" და ბრემენის "ვერდერის" დღევანდელი დიდებული მატჩის (4:2) შემდეგ მხარეებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

იუპ ჰაინკესი: "ჩვენ იმ "ვერდერის" წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და წინ საკმაოდ დიდი შემართებით მიდიოდა. ჩვენ დღეს არც ისე ჭკვიანურად ვიმოქმედეთ და დაცვაში რამდენიმე უაზრო შეცდომა გაგვეპარა. თუმცა კარგია, რომ ასეთ მატჩებს საბოლოოდ მაინც ვიგებთ. ბრემენელებმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს და ეს ნამდვილად არ იყო იმ გუნდის თამაში, რომელიც ბუნდესლიგის ცხრილის ბოლოშია და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის."

თომას მიულერი: "ვერდერმა" კარგად ითამაშა და ჩვენ თამაშში ეგრევე ვერ ჩავერთეთ. ეს ჩვენთვის საკმაოდ გრძელი კვირა იყო. პარასკევის შემდეგ კვირამდე არ გვითამაშია, ეს უჩვეულო სიტუაცია იყო. გუნდი მაინც იქ იყო, სადაც დავრჩით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ და გავუმჯობესდეთ. "ბაიერნი" ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რომელიც ჩვენ გვსურს."

ფლორიან კოჰფელდტი ("ვერდერის" მთავარი მწვრთნელი): "ეს დიდებული საფეხბურთო მატჩი იყო, ორივე მხარეს ბევრი მომენტით. ამ თამაშმა ჩემი გუნდისადმი უდიდესი პატივისცემა გამოიწვია. მარცხის გამო ძალიან ვწუხვარ, ვინაიდან ბოლომდე მჯეროდა, რომ თუნდაც ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. თუმცა ბიჭების თამაშით ნამდვილად მოხარული ვარ."

მაქს კრუზე ("ვერდერის" თავდამსხმელი): "ჩვენ დროის დიდი ნაწილი კარგად ვითამაშეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ქულებს აქვს მნიშვნელობა. თუ 4 გოლს უშვებ, ესეიგი ყველაფერი სწორად არ გაგიკეთებია. ვფიქრობ, ამ თამაშით ფრის მიღწევა შესაძლებელი იყო."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა