ლევანდოვსკიმ 17 წლის პოლონელ ფეხბურთელს ურჩია, რომ ლივერპულში არ გადავიდეს

ლევანდოვსკიმ 17 წლის პოლონელ ფეხბურთელს ურჩია, რომ ლივერპულში არ გადავიდეს

პოლონელითს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, თანაგუნდელი კასპერ კოზლოვსკი გააფრთხილა, რომ ლივერპულთან კონტრაქტს არ დათანხმდეს.

ინგლისური პრესის თანახმად, 17 წლის ფეხბურთელის გადაბირებით იურგენ კლოპია დაინტერესებული და მერსესაიდულმა კლუბმა ახალგაზრდა ტალანტს წინადადებით უკვე მიმართეს:

'მას აქვს ნიჭი და თუ ის ყველაფერს გონირულად გააკეთებს, წინ ნათელი მომავალი ელოდება.

თუ შენ ჩემპიონატში მინიმუმ ორნიშნა საგოლე გადაცემები და გოლები არ გაქვს, უცხოეთში (ტოპ ლიგებში) თამაში გაგიჭირდება. ამიტომ, ფენომენალურად უნდა ითამაშო და მაღალი ხარისხის თამაში თავიდანვე უნდა აჩვენო, თუ ამას ვერ მოახერხებ, ათასობით სხვა ნიჭიერი ფეხბურთელი მზად არის შენი ადგილის დასაკავებლად.

დონე, რასაც კასპერი აჩვენებს, უიშვიათესია. ასეთი გამოცდილება, დახვეწილობა და ცნობიერება ამ ასაკის ფეხბურთელებში იშვიათად გვხვდება. 

მომდევნო ორი-სამი წელი მისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მე მას ვურჩიე, რომ არ იფიქროს წასვლაზე, არამედ იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოახერხოს სეზონში ათი გოლის და ათი საგოლე გადაცემის ჩვენება
', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

როგორც წყარო იტყობინება, კასპერმა ლევანდოვსკის რჩევა გაითვალისწინა და იანვრისთვის გამზადებული კონტრაქტი უკვე უარყო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიც ლივერპულია, ოცნებობს..

კასპერ კოზლოვსკი ამჟამად პოგონ შჩეცინის ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც, მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კასპერი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია.


6-10-2021, 19:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0