...

ბაიერნი 5:2 ჰოფენჰაიმი - მატჩისშემდგომი კომენტარები

მიუნხენის "ბაიერნისა" და "ჰოფენჰაიმის" დღევანდელი თამაშის შემდეგ "ალიანს არენაზე" სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მხარეებმა მატჩი შეაფასეს.

იუპ ჰაინკესი: "თამაშში ისე ვერ ჩავერთეთ, როგორც მიჩვეულები ვართ, ვინაიდან ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა. საწყის წუთებში საკმაოდ კარგად ორგანიზებულ მეტოქესთან ჩამოვრჩით, რომელიც სივრცეებს იდეალურად ითვისებდა. ჩვენც ბევრი უაზრო შეცდომა დავუშვით და "ჰოფენჰაიმს" ბურთი რამდენიმეჯერ ჩავაბარეთ. შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება კი პოზიტიური მომენტი იყო. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. დღეს ძლიერ მეტოქეს შევხვდით, ამიტომაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ."

ჟერომ ბოატენგი: "საწყისი 20 წუთის განმავლობაში ჩაგვეძინა და დაკარგულ ბურთებს ვეღარ ვიბრუნებდით. რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი დაგვაკლდა. თუმცა სუპერ-რეაქცია გამოვავლინეთ და ამის შემდეგ ძალიან აგრესიულად ვიმოქმედეთ. დღის ბოლოს კი დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ."

სანდრო ვაგნერი: "რა თქმა უნდა, "ბაიერნის" მაისურით გატანილი პირველი გოლი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიუნხენი ჩემი სახლია. მშვენიერია, რომ ახლა გოლი უკვე მაქვს გატანილი. "ჰოფენჰაიმი" კარგი გუნდია, კარგი მოთამაშეებითა და კარგი მწვრთნელით. მათი ხასიათი გასაოცარი იყო, თავიდან ძალიან მარტივად დაგვიჭირეს შეცდომებზე. ეს "ჰოფენჰაიმის" კლასს უსვამს ხაზს. ხოლო ჩვენ კლასზე ის რეაქცია და ქამბექი მეტყველებს, რომელიც ძალიან მალე შევასრულეთ."

იულიან ნაგელსმანი ("ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ პირველ ტაიმში დიდებული თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ "ბაიერნის" მაღალ ზეწოლას ჩვენმა 2 ბურთიანმა უპირატესობამაც ვერ გაუძლო. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, "ბაიერნმა" გამარჯვება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ბურთით წაგებას ალბათ მაინც არ ვიმსახურებდით."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა