მიუნხენის ბაიერნის 18 წლის შემტევმა, ჯამალ მუსიალამ გუშინდელ შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ (0:4) რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, 1910 წლის შემდეგ, ჯამალი გერმანიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც გოლის გატანა ოფიციალურ შეხვედრაში მოახერხა (18 წლის და 227 დღის).
მანამდე, აღნიშული რეკორდი მარიუს ჰილერს (17 წელი და 241 დღე) ეკუთვნოდა, ჰილერმა გოლის გატანა შვეიცარიის წინააღმდეგ მოახერხა.