მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა და იმ ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც აღნიშნულ ჯილდოს იმსახურებს:
'ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო მან უნდა მიიღოს, რადგან ბოლო სამი წელიწადი ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე სტაბილური იყო', - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.