მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.
ხვალ საღამოს გერმანული გრანდი სტუმრად "მაინცს" დაუპირისპირდება და დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც იუპ ჰაინკესმა გუნდის საკადრო მდგომარეობაც შეაფასა.
"არტურო ვიდალი "მაინცთან" მატჩს კუჭის პრობლემების გამო გამოტოვებს. სანდრო ვაგნერი კი დღევანდელ ვარჯიშზე უნდა დაბრუნდეს.
დავიდ ალაბამ გუშინ გუნდთან ერთად იმუშავა და მცირე ტკივილს მაინც გრძნობდა. ვნახოთ როგორ იგრძნობს თავს დღეს და ხვალ", - აღნიშნა 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.