მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, მიმდინარე სეზონის შემდეგ შესაძლოა მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს.
ბრიტანული გამოცემა "Daily Express" იტყობინება, რომ "სამეფო კლუბს" ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის გათავისუფლება და ამასთან ერთად 26 წლის კოლუმბიელის დაბრუნება სურს.
ხამესმა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით დაკარგა, მაგრამ ესპანური გრანდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზიდანის გაშვებას გეგმავს.
გარდა ამისა, "Don Balon" ავრცელებს, რომ ხამესი თავის თანამემამულე იერი მინას, რომელიც ზამთარში კატალონიის "ბარსელონას" შეუერთდა, ხშირად ესაუბრება და ეუბნება, რომ ესპანეთი და ლა ლიგა მოენატრა.
ხამეს როდრიგესი მიუნხენურმა კლუბმა გასული წლის ზაფხულში 2 წლიანი იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.
როდრიგესი გერმანულ გრანდს ჩინებულად მოერგო და ახლა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, რომელსაც იუპ ჰაინკესი სრულიად ენდობა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.