...

ბაიერნის ყოფილი მწვრთნელი: "სანჩეში უბრალოდ განადგურებულია"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, პოლ კლემენტმა, რენატუ სანჩეშის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელის კარიერა საფრთხეშია.

2016 წლის ზაფხულში "რეკორდმაისტერმა" სანჩეში ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის რანგში დაიმატა, მაგრამ რენატუმ სუსტი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერში გაანათხოვრა.

"ის ფიქრობდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში", "ჩელსიში" ან "პარი სენ ჟერმენში" წავიდოდა, მაგრამ საბოლოოდ "სუონსიში" აღმოჩნდა. თუმცა "ბაიერნმა" მას უთხრა, რომ თუ ტოპ-კლუბში წავიდოდა, იგივე სიტუაცია დახვდებოდა და სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა.

ის ალბათ ფიქრობდა, რომ მთელი მსოფლიო ზურგით უნდა ეტარებინა. როდესაც გუნდში მოვიდა, ეგრევე მივხვდი, რომ უბრალოდ განადგურებული იყო. ცდილობდა, ყოველთვის თავისი გაეტანა და ყველას უმტკიცებდა, რომ ისინი იყვნენ არასწორი.

ასეთი სანჩეშის ხილვა მართლაც ძალიან არასასიამოვნო და საწყენი იყო", - განაცხადა პოლ კლემენტმა.

სანჩეში, რომელი ახლა 20 წლის არის, პრემიერ ლიგას ვერ მოერგო და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 15 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ზაფხულში კი ის აუცილებლად გერმანულ გრანდს დაუბრუნდება.

პოლ კლემენტი "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის მთავარი ასისტენტი იყო და სანჩეშთან ერთად რამდენიმე თვე იმუშავა, სანამ გუნდიდან არ გაათავისუფლეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რენატუ სანჩეში
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა