მანჩესტერ სიტის და ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა და პოტენციური გამარჯვებულიც ივარაუდა:
'თუ ოქროს ბურთზე არჩევანს გავაკეთებ, გადავხედავ ბოლო ორი წლის პერიოდს, რადგან შარშან არავის მოუგია ოქროს ბურთი.
ამის გათვალისწინებით, მე ვირჩევ რობერტ ლევანდოვსკის, რაც მან გააკეთა, უბრალოდ შესანიშნავი იყო, გაიტანა ბევრი გოლი და ასევე ბევრი ტიტული მოიგო ბაიერნთან ერთად. ის ჩემი რჩეული იქნება', - განაცხადა დე ბრუინმა.