● ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს
● მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევაგამოკითხვაში, რომელიც artball.ge-ზე ტარდება და 22 ოქტომბერს დასრულდება, თბილისის ოთხი უბნის სტადიონი მონაწილეობს - დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) და ზღვის უბნის (X კვარტალი). ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკო", რომელიც "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge--ს პარტნიორია, კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. პროექტის მიზანი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.