ნოიერი არაფერი მაწუხებს ახალ სეზონს ველოდები

ნოიერი არაფერი მაწუხებს ახალ სეზონს ველოდები

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა, ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ-საიტს მინი-ინტერვიუ მისცა და ამერიკის შეკრება შეაჯამა.

33 წლის გერმანელმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და "ბაიერნის" ფანებისთვის სასიამოვნო კომენტარი გააკეთა.

როგორ წარიმართა ამერიკის შეკრება?

"საკმაოდ მხიარულად. პირველი დღეები ცოტათი რთულია, ვინაიდან ახალ სასაათო სარტყელს უნდა მოერგო და მიეჩვიო, მაგრამ როდესაც რითმს იპოვი, ყველაფერი კარგად მიდის".

"ბაიერნი" ამერიკაში ფანებმა საკმაოდ თბილად მიიღეს...

"მათი ენთუზიაზმი რაღაც განსაკუთრებული იყო. ჩვენ ყოველთვის ძალიან გვიხარია, როდესაც ჩვენი კლუბი, ბუნდესლიგა და ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. ჩვენც არ გვინდოდა, რომ ფანები იმედგაცრუებულები დარჩენილიყვნენ და ვეცადეთ მათთვის კარგი სანახაობა გვეჩუქებინა. როდესაც ავტოგრაფებს ვარიგებდით და ფოტოებს ვიღებდით ცხადია მხოლოდ ბედნიერები ვიყავით".

გამოცდილმა მოთამაშეებმა, მატს ჰუმელსმა, ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა, კლუბი დატოვეს. ლუკა ერნანდესი და ბენჟამენ პავარი ახალწვეულები არიან. როგორი ატმოსფერო იყო შეკრებაზე?

"ბევრი უკვე დამკვიდრებული მოთამაშე გვყავს, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაგრამ აგრეთვე გამოცდილი მოთამაშეების წასვლის გამო ზოგიერთ ფეხბურთელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ლიდერობა შეუძლიათ. აგრეთვე უნდა დავეხმაროთ ახალწვეულებს ინტეგრირებაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ასეთი შეკრებები. ეს ერთადერთი გზაა ახალი კლუბისა და გუნდის სულისკვეთების იდეალურად აღქმის".

ბოლო წლებში რამდენიმე ტრავმა გქონდათ. როგორ გრძნობთ თავს ახლა?

"ახლა თავს ნამდვილად ძალიან კარგად ვგრძნობ, არანაირი ტკივილი არ მაწუხებს და ყველანაირ დატვირთვას ვიღებ. ახალ სეზონს სულმოუთმენლად ველოდები".

2016/17 წლების სეზონში მანუ ნოიერმა ტერფის სერიოზული ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მომდევნო სეზონში 8 თვის გამოტოვება მოუწია და გასული სეზონის ბოლოსაც მიიღო ახალი დაზიანება.

თუმცა ნოიერი ახლა სრულ მზადყოფნაშია და ამერიკის შეკრებაზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


26-07-2019, 12:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0