ზალცბურგის ამომავალმა ვარსკვლავმა, კარიმ ადეიემიმ მიუნხენის ბაიერნში თამაშის სურვილი დაადასტურა:
'თუ ბაიერნი წინადადებით მომმართავს, დავთანხმდები. მსურს დავამტკიცო თ რა შემიძლია, ვინ ვარ და ის, რომ კლუბმა ჩემი გაშვებით შეცდომა დაუშვა. ეს ყოველივე მე მოტივაციას მმატებს', - თქვა ადეიემიმ.
შეგახსენებთ, 19 წლის გერმანელი ფეხბურთელი მიუნხენში დაიბადა და 2009 წლიდან 2011 წლამდე სწორედ რეკორდმაისტერის აკადემიაში ირიცხებოდა...
მიმდინარე სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კარგად დაიწყო, კარიმმა ზალცბურგის რიგებში 16 მატჩი გამართა, სადაც თავი 11 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.