ხვალ, 20 ოქტომბერს, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს, ბენფიკას წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდელისგის ოფიციალურმა საიტმა ბაიერნის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ზულე, ერნანდესი - კიმიხი, ზაბიცერი - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.