...

ლევანდოვსკი: "ჯერ ჰაინკესის რეკორდი, შემდეგ 30 გოლი"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, თავის პოტენციურ რეკორდსა და სეზონისთვის დასახულ პირად მიზანზე ისაუბრა.

"იუპ ჰაინკესს ხშირად ვესაუბრები. ის ყოველთვის მეხმარება. იუპი ძალიან კარგი მოთამაშე იყო, ახლა კი სუპერ მწვრთნელია და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ვმუშაობ.

ვფიქრობ, ჰაინკესი შაბათს მიგულშემატკივრებს და თუ მის რეკორდს გავიმეორებ, ჩვენ ორივე ბედნიერები ვიქნებით.

სეზონის გეგმა კი მინიმუმ 30 გოლის გატანაა. არავის არ ვებრძვი და ვეჯიბრები, მხოლოდ - საკუთარ თავს. მნიშვნელობა მხოლოდ ჩემს კარგ თამაშსა და გატანილ გოლებს აქვს", - განაცხადა 29 წლის პოლონელმა ფორვარდმა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა (10) საშინაო თამაშში მოახერხა გოლის გატანა, რაც ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. ამ მხრივ რეკორდი ლევის თავკაცს, იუპ ჰაინკესს, ეკუთვნის, რომელმაც მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მაისურით ზედიზედ 11 საშინაო თამაშში გამოიჩინა თავი.

10 თებერვალს, ბუნდესლიგის 22-ე ტურში, "რეკორდმაისტერი" საკუთარ მოედანზე გელზენკირხენის "შალკეს" მიიღებს და ლევანდოვსკი ძირითად შემადგენლობაში იქნება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა