...

პრევიუ: ბაიერნი - შალკე

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს საღამოს "ალიანს არენაზე" გაიმართება - მიუნხენური გრანდი საკუთარ მოედანზე გელზენკირხენის "შალკეს" უმასპინძლებს.

ბაიერნი Vs შალკე

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXII ტური
თარიღი: 10 თებერვალი, 21:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: ტობიას შტილერი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Sports Georgia+

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


გერმანიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად "პადერბორნი" 6:0 გაანადგურა და 2018 წელს გამარჯვებათა სერია გააგრძელა. დღეს კი "რეკორდმაისტერი" საკუთარ მოედანზე იასპარეზებს და ეცდება, რომ საკმაოდ სიმპათიური გუნდი გელზენკირხენიდან დაამარცხოს. იუპ ჰაინკესის გუნდმა მეორე წრე ძალიან სანახაობრივად დაიწყო და 5 თამაშში 20 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დაცვაში პრობლემები ჯერ კიდევ არის და ამაზე გერმანულ გრანდს აუცილებლად აქვს სამუშაო. გუნდის საკადრო მდგომარეობა ბოლო დღეებში მხოლოდ უმჯობესდებოდა: დაბრუნდა ტიაგო ალკანტარა, მომჯობინდა ხავი მარტინესი, რომელმაც ბოლო ორი თამაში გამოტოვა და არტურო ვიდალიც "პადერბორნთან" დაბრუნდა. ახლა ერთადერთი დანაკლისი მანუელ ნოიერია და ისიც თვის ბოლოს უნდა დაბრუნდეს. დღეს "ბაიერნს", მიმდინარე სეზონში ალბათ პირველად, მხოლოდ ორი მოთამაშე: ნოიერი და ფრიუხტლი დააკლდებიან. დანარჩენები კი მწყობრში არიან, მაგრამ ტიაგოს დაბრუნება მაინც არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ესპანელი ვარჯიშებს ამ კვირაში დაუბრუნდა და შესაძლოა იუპმა არ გარისკოს.



გელზენკირხენული კლუბი ბუნდესლიგის წინა ტურში შინ ბრემენის "ვერდერთან" სენსაციურად დამარცხდა (1:2), მაგრამ განწყობა გერმანიის თასზე გამოიკეთა - "შალკემ" "ვოლფსბურგი" შინ 1:0 დაამარცხა და "ბაიერნის" მსგავსად ნახევარფინალში გავიდა. ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა, დომენიკო ტედესკომ, საკმაოდ კარგი და ორგანიზებული გუნდი შექმნა, რომელიც მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. წინა ტურში განცდილი მარცხის გამო "შალკემ" ოთხეული დატოვა, მაგრამ ბუნდესლიგაში პირველი ადგილის ქვევით სიტუაცია ძალიან მჭიდრო და თანაბარია, ამიტომ "ლურჯებს" პოზიციების დაბრუნება თავისუფლად შეუძლიათ. "შალკესთვის" მიუნხენურ გრანდთან ორთაბრძოლა საკუთარი თავის რეალურად გამოცდის შესაძლებლობა იქნება და ტედესკოს მონდომებული გუნდი მიუნხენში ბოლომდე იბრძოლებს. სტუმრების ერთადერთი პრობლემა სერბი ცენტრალური მცველის, მატია ნასტასიჩის, არყოფნა იქნება, რომელმაც წინა თამაშში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაცირებულია. მას ალბათ ბენჟამინ სტამბული შეცვლის.

მიუნხენის "ბაიერნი" ძალიან მალე ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს ჩაატარებს და ეცდება, რომ "ბეშიქთაშთან" შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

სავარაუდო შემადგენლობები


ბაიერნს დააკლდებიან: ნოიერი, ფრიუხტლი (ორივე ტერფი).

შალკეს დააკლდებიან: ნასტასიჩი (დისკვალიფიკაცია), ბაბა (მზად არ არის), ინსუა (ნეკნები).

საინტერესო ფაქტები

  • ხამეს როდრიგესმა ბუნდესლიგის მეორე წრეში ჩატარებულ სამივე თამაშში შედეგიანი მოქმედება (გოლი ან ასისტი) განახორციელა - საერთო ჯამში 2 გოლი და 3 საგოლე პასი. "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა მან "შალკეს" წინააღმდეგ ჩაატარა და გოლითა და ასისტით აღნიშნა.

  • 21 ტურის შემდეგ "ბაიერნს" უკვე 18 ქულიანი უპირატესობა აქვს, რაც გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევააა. თეორიულად არსებობს შანსი, რომ "რეკორდმაისტერი" ჩემპიონი უკვე 25 სათამაშო კვირის შემდეგ გახდეს, რაც ახალი რეკორდი იქნება.

  • "ბაიერნმა" მეორე წრეში კუთხურიდან უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა, როდესაც 2017 წელს წინა 35 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ ჰქონდა გატანილი კუთხურიდან.

  • "რეკორდმაისტერს" "შალკესთან" ბუნდესლიგაში 14 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.

  • რობერტ ლევანდოვსკი იუპ ჰაინკესის რეკორდს უმიზნებს - ლევიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ათივე საშინაო თამაშში გაიტანა, ხოლო უკეთესი შედეგი მხოლოდ იუპ ჰაინკესს აქვს, რომელმაც "მ.ბორუსიას" რიგებში ზედიზედ 11 საშინაო მატჩში გაიტანა.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

იუპ ჰაინკესი: ​"შალკე" ამ სეზონში არამხოლოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს, არამედ ტაქტიკური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი და საინტერესო გუნდია. ისინი სხვადასხვა სისტემას იყენებენ. ​​​ეს არის ძლიერი მენტალიტეტისა და სულისკვეთების მქონე გუნდი."

დომენიკო ტედესკო: ​"მიუნხენში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავდივართ. სრულიად ამ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და თამაშისთვის სერიოზულად მოვემზადეთ. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, გელზენკირხენში დავრჩებოდით."​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა