...

ბაიერნი 2:1 შალკე - მატჩისშემდგომი კომენტარები

მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 22-ე ტურში შინ "შალკე" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კი "ალიანს არენაზე" პრესკონფერენცია გაიმართა.

იუპ ჰაინკესის არყოფნაში გუნდს მისმა მთავარმა ასისტენტმა, პიტერ ჰერმანმა, უხელმძღვანელობა და კომენტარიც მანვე გააკეთა.

პიტერ ჰერმანი: "ვფიქრობ, იუპ ჰაინკესი ტელევიზორის წინ ბევრს ნერვიულობდა. მან შეტყობინებაც გამომიგზავნა და ახლა უნდა დავურეკო. მას მორიგ გამარჯვებას ვულოცავ. ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მატჩი იყო. "შალკემ" ძალიან კარგი პრესინგი ითამაშა და ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცა. "ბაიერნი" კი კომპლიმენტის ღირსია, ვინაიდან ბოლო ერთ თვეში კარგ პროგრესს მივაღწიეთ."

თომას მიულერი: "მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ ვიტყუები, მაგრამ გატანილი გოლის ეპიზოდში ცოტათი გამიმართლა. მეკარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მე ამის დანახვისა და შეფასების დრო არ მქონდა, უბრალოდ კარში დავარტყი."

დომენიკო ტედესკო ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ საკუთარი დონე ავწიეთ. ვცადეთ, რომ მეტოქისთვის სერიოზული ფიზიკური ორთაბრძოლა გაგვემართა და თავი აგრესიულად დაგვეცვა. გარდა ამისა, ბურთის დაჭერაც გვსურდა. გუნდმა კარგად იმუშავა, ჭკვიანურად და ეს მხოლოდ დაცვას არ ეხება. თუმცა მიუნხენელები ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ და საბოლოოდ, შანსი არ დაგვიტოვეს."

ლეონ გორეცკა ("შალკეს" ნახევარმცველი): "ქომაგებს მიმზიდველი ფეხბურთი შევთავაზეთ და დროებით სატურნირო ცხრილი დავავიწყეთ. "ბაიერნი" ბურთზე სირბილს არ არის მიჩვეული. ჩვენი გეგმა სწორედ ეს იყო და ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც. თუმცა ის, რომ ამის გამო არ დავსაჩუქრდით, ცოტათი გვწყინს."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა