...

ლევანდოვსკი: "რეალი? მე ბაიერნის მოთამაშე ვარ და ამ გუნდისთვის ვიბრძვი!"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, "Kicker-თან" საუბრისას ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მადრიდის "რეალზე" არ ფიქრობს.

"რეალურად, "პსჟ-ც" მადრიდული გრანდის დონეზე იმყოფება, ამიტომ ვნახოთ რა მოხდება პარიზში. ვფიქრობ, მიუხედავად 1:3 წაგებისა, ფრანგებს მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც შეუძლიათ.

"მანჩესტერ სიტი" ტურნირის მთავარი ფავორიტია, შემდეგ კი "ბარსელონა", "რეალი", "ბაიერნი" მოდიან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის დიდებულად ასპარეზობენ.

თუ ჩემპიონთა ლიგას "ბაიერნი" მოიგებს, ეს სენსაცია სულაც არ იქნება. თუმცა იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება სხვა ჩემპიონატებში, ეს შესაძლოა მომავალში გართულდეს. კარგი იქნება თუ "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" გარდა გერმანიის ღირსებას ევროთასებზე სხვა გუნდიც ღირსეულად დაიცავს.

მადრიდის "რეალი"? ეს საკითხი არ მაინტერესებს. თუ მე, როგორც "ბაიერნის" მოთამაშე, ჭორებს ყურადღებას მივაქცევ ან ამაზე სერიოზულად ვიფიქრებ, ეს ჩემთვის ცუდი იქნება, ვინაიდან საკუთრა გუნდზე ბოლომდე არ ვიქნები კონცენტრირებული.

მე "ბაიერნის" მოთამაშე ვარ და მინდა, რომ ამ გუნდის მაისურით ყველაფერი გავიღო და ყველაფერი მოვიგო!", - აღნიშნა ლევიმ.

29 წლის პოლონელი ფორვარდის კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა