ბაიერნის ვარჯიშზე უცნობი პირი შეიჭრა

ბაიერნის ვარჯიშზე უცნობი პირი შეიჭრა

მიუნხენის "ბაიერნის" დღევანდელ ვარჯიშზე მოულოდნელი და სკანდალური ინციდენტი დაფიქსირდა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" სავარჯიშო მოედანზე უეცრად უცხო პირი გამოჩნდა და ნიკო კოვაჩს ფეხზე ჩაეჭიდა და არ უშვებდა.

პოლიცია საქმეში დროულად ჩაერია და სიტუაცია განმუხტა. საბედნიეროდ, გუნდის თავკაცს არანაირი დაზიანება არ მიუღია და სრულიად ჯანმრთელია.

ჯერჯერობით უცნობია ამ პიროვნების ვინაობა და მისი საქციელის მიზანი - ეს გიჟური ფანატიზმი თუ მთავარ მწვრთნელზე თავდასხმის მცდელობა იყო.

უცნობია ისიც თუ როგორ მოახერხა უცხო პირმა "ბაიერნის" დაცვის სამსახურისთვის შეუმჩნევლად მოედანზე შეჭრა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.


31-07-2019, 00:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0