ბაიერნი 0:0 ჰერტა - მატჩისშემდგომი კომენტარები » მიუნხენის "ბაიერნის" ფან-კლუბი
...

ბაიერნი 0:0 ჰერტა - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ "ალიანს არენაზე" პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მხარეებმა უგოლო ფრე შეაფასეს.

"ბაიერნისა" და ბერლინის "ჰერტას" შეხვედრამ "რეკორდმაისტერის" სრული უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდმა მეტოქე ვერ გატეხა - 0:0.

იუპ ჰაინკესი: "მიუხედავად უგოლო ფრისა, გუნდი მატჩს სწორი განწყობით მიუდგა. ჩვენ საკმაოდ თანმიმდევრულები ვიყავით, რეალური მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. რთულია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაცვაში ჭკვიანურად თამაშობს. "ჰერტამ" კარგი სამუშაო შეასრულა. ჩვენ ამ ქულით ცხოვრება შეგვიძლია, გუნდს ვერაფერში დავადანაშაულებ. ჩვენ უფრო მეტი მომენტი გავაფუჭეთ, ვიდრე ამას ჩვეულებისამებრ ვაკეთებთ, მაგრამ ასეთებიც ხდება."

დავიდ ალაბა: "მატჩი იოლი არ ყოფილა. მეტოქე ძალიან უხერხული იყო, რომელმაც დაცვაში ძალიან ორგანიზებულად და ღრმად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, შანსები გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენებაა საჭირო. სამწუხაროდ, რეალიზაციის მხრივ დღეს ბევრი არაფერი გამოგვივიდა."

პალ დარდაი ("ჰერტას" მთავარი მწვრთნელი): "ის, რაც დაცვაში თამაშის წინ დავგეგმეთ, რეალობად ვაქციეთ. მეტოქეს სივრცეები ორი-სამ ეპიზოდში დავუტოვეთ და ეს ძალიან სახიფათო იყო. ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მაგრამ საკუთარი კონტრშეტევების დაგვირგვინება არ გამოგვივიდა. ამაზე მეტი უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ ძალიან, ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ."

დევი ზელკე ("ჰერტას" თავდამსხმელი): "სამწვრთნელო შტაბმა კარგი სტრატეგია მოგვცა. პრაქტიკაში ყველაფერი კარგად გადმოვიტანეთ, ყველამ დიდებული სამუშაო შეასრულა. მიუნხენიდან ქულის წამოღება დიდებული შედეგია!"скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა