...

რუმენიგე: "ხამესს ზაფხულში არ გამოვისყიდით"

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ხამეს როდრიგესის ტრანსფერი შეაფასა და 26 წლის კოლუმბიელი შეაქო.

"ის სწორ გზაზეა და მენტალურადაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ მომდევნო სეზონსაც "ბაიერნში" ჩაატარებს.

ეს კარლო ანჩელოტის იდეა იყო და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით წარმატებულიც გამოდგა. ის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, საოცარი ტექნიკითა და დიდებული დარტყმით.

ყველა კარტი მაგიდაზეა: ის ორწლიანი იჯარით გვყავს და ამის შემდეგ მისი გამოსყიდვის უფლება გვაქვს. როგორც მახსოვს, გამოსასყიდი თანხა 42 მილიონ ევროს შეადგენს. ეს არც ისე პატარა ციფრებია, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით გიჟურ თანხებს ვხედავთ.

მოვა დრო, როდესაც ყველაფერს მშვიდად გადავწყვეტთ, მაგრამ ეს მალე, 2018 წელს, არ მოხდება", - განაცხადა კალემ.

მიმდინარე სეზონში ხამეს როდრიგესმა 25 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რუმენიგე ხამეს როდრიგესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა