...

ბაიერნმა ფრაიბურგი 4:0 გაანადგურა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად უხერხული მეტოქე "ფრაიბურგი" უპრობლემოდ გაანადგურა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ "ბაიერნმა" საწყის ზეწოლას გაუძლო და მალევე მოიპოვა უპირატესობა. "რეკორდმაისტერი" შეხვედრის დებიუტში სვენ ულრაიხმა ფანტასტიკურ სტილში გადაარჩინა, ხოლო მოგვიანებით თომას მიულერმა თავის სტილში უცნაური, მაგრამ საჭირო ბურთი გაიტანა.

მიულერის ბურთიდან რამდენიმე წუთში გერმანული გრანდის ფრანგმა საყრდენმა, კორენტინ ტოლისომ, შორიდან ფენომენალური დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და "ბაიერნს" დამაჯერებელი უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ნახევარში "რეკორდმაისტერმა" მოპოვებული უპირატესობა დამაჯერებლად შეინარჩუნა და კიდევ რამდენიმე ბურთი გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე მიულერის რბილი ჩაწოდების შემდეგ ხუან ბერნატმა ბურთი საჯარიმოში შეაგორა, სადაც მიულერმა იბრძოლა და სანდრო ვაგნერს ცარიელ კარში გაატანინა. მოგვიანებით მიულერმა კიმიხის კუთხურიდან ახლო ძელთან ჩაგდებული ბურთი უძლიერესი დარტყმით კარის ბადეში გაახვია - 4:0.

"ბაიერნმა" მორიგი სამი ქულა მოიპოვა და დორტმუნდის "ბორუსიასთან" უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა.

ფრაიბურგი 0:4 ბაიერნი

გოლები: 0:1 - შვოლოვი (25' ავტოგოლი), 0:2 - ტოლისო (28'), 0:3 - ვაგნერი (54'), 0:4 - მიულერი (69').
გაფრთხილება: კოხი

ფრაიბურგი: შვოლოვი - შტენცელი, სოიონჯუ, გიულდე, ლაინჰარტი (კატი 46'), გიუნტერი - აბრაში (ჰიოფლერი 46'), კოხი - ჰოლერი (რავეტი 57'), პეტერსენი, ჰაბერერი.

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ბერნატი - ვიდალი (ზიულე 83'), ტოლისო - მიულერი (რაფინია 81'), ტიაგო (რუდი 74'), ალაბა - ვაგნერი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა