...

ჰაინკესმა თავისი პოტენციური შემცვლელები შეაფასა და ფავორიტი დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, გერმანულ პრესასთან საუბარში თავის პოტენციურ მემკვიდრეებზე ისაუბრა.

"მე ის აღვნიშნე, რომ ჩემი კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი და ვნახოთ რა მოხდება ამის შემდეგ. ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი.

იულიან ნაგელსმანს უდიდესი სამწვრთნელო ნიჭი აქვს. თუმცა ის ჯერ მხოლოდ 30 წლის არის, ამიტომ სწავლისა და განვითარების პროცესი უნდა გააგრძელოს.

ჰაზენჰიუტლს ნამდვილად აქვს ის რესურსი, რომელიც დიდ გუნდში სამუშაოდ არის საჭირო. თუმცა ის ჯერ თავის გუნდზეა ორიენტირებული და გრძელვადიანი გეგმები აქვს. ჩემი აზრით, რალფი "ლაიფციგში" თავის სამუშაოს შესანიშნავად ასრულებს.

ნიკო კოვაჩი? ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო გამოცდილება იქნება - ნიკო კლუბს კარგად იცნობს, მაგრამ მან უკვე მკაფიოდ განმარტა, რომ "აინტრახტში" სერიოზული გეგმები აქვს.

იურგენ კლოპი? მან "ლივერპულში" ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მოთამაშეები სწორად განაწყო და გუნდი წარმატების გზაზე დააბრუნა.

თომას ტუხელს კი ჩემი აზრით "ბაიერნში" სამუშაოდ ყველაფერი გააჩნია. მისი დორტმუნდის "ბორუსია" იყო გუნდი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ყოველ ელემენტს ფლობდა. მათი თამაშების ყურება ძალიან მსიამოვნებდა.

საქმე იმაშია, რომ ტუხელის წასვლის შემდეგ დორტმუნდელები ვეღარ არიან ისეთივე წარმატებული და მათი თამაშის დონეც გაფუჭდა", - განაცხადა ჰაინკესმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იუპ ჰაინკესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა