...

ბაიერნმა კიმიხთან გაახანგრძლივა

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, იოზუა კიმიხმა, საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 23 წლის გერმანელმა მოქმედი ხელშეკრულება 3 წლით გაახანგრძლივა და "ალიანს არენაზე" 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

"უკანასკნელი 2 თვე-ნახევრის განმავლობაში იოზუა ჩვენს პირველ გუნდში განვითარდა. სწორედ ამიტომ, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ხანგრძლივი პერიოდით შევინარჩუნეთ.

მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით დაცვის მარჯვენა ფრთაზე, "ბაიერნმა" მომავლის პრობლემები გადაჭრა", - აღნიშნა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

იოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმაც, შეაფასა: "ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და მოედანს მიღმა ნამდვილი ლიდერია.

იოზუა "ბაიერნის" მომავლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ."

იოზუა კიმიხი მიუნხენის "ბაიერნს" 2015 წლის ზაფხულში "ლაიფციგიდან" შეუერთდა და თავიდან საყრდენი ნახევარმცველისა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე თამაშობდა.

კიმიხმა პირველად 2016 წელის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა და მაშინ სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა. მიმდინარე სეზონში კი ის ფილიპ ლამის შემცვლელად გვევლინება და შესანიშნავად გამოიყურება.

"ბაიერნის" მაისურით კიმიხმა უკვე 109 მატჩის ჩატარება მოასწრო და 13 ბურთი გაიტანა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იოზუა კიმიხი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა