...

სეზონში ყველაზე დიდი გამარჯვება - ბაიერნმა ჰამბურგს გადაუარა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "ჰამბურგს" 6:0 გადაუარა და მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.


იუპ ჰაინკესის გუნდმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ფრანკ რიბერიმ სტუმართა მცველების შეცდომით დებიუტშივე ისარგებლა. ამას იოზუა კიმიხის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკის ზუსტი თავური, ხოლო კიდევ რამენიმე წუთში პოლონელის დუბლი მოჰყვა - ჟერომ ბოატენგმა საჯარიმოში საფირმო ჩაგდება განახორციელა, რომელსაც ალაბა ერთი შეხებით გამოეხმაურა, ხოლო რობერტმა ჰაერიდანვე კარის ბადეში ჩასვა - 3:0!

მეორე ტაიმში "რეკორდმაისტერმა" დომინირება და ლამაზი გოლების გატანა გააგრძელა. არიენ რობენმა მარცხენა ფეხით თავისი მორიგი ბურთი გაიტანა, რასაც 34 წლის ფრანკ რიბერის შედევრი მოჰყვა - ლეგენდარულმა ფრანგმა ფლანგიდან წამოიწყო შეტევა, მეტოქის სამი მცველი ჩამოიტოვა და მატენიას ელეგანტურად შეუსრულა - დუბლი და 5:0.


შეხვედრის ბოლო 10 წუთი კი რობერტ ლევანდოვსკის პერიოდი იყო - პოლონელმა ორი პენალტი შეასრულა. რობერტმა ჯერ ტიაგოს მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მაგრამ ძალიან მალე კიმიხმა მას მეორე შანსი მისცა და ამჯერად ლევანდოვსკი ზუსტი აღმოჩნდა - ჰეთ-თრიქი და 6:0, რაც "ბაიერნის" ყველაზე დიდი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში.

ბაიერნი 6:0 ჰამბურგი

გოლები: 1:0 - რიბერი (8'), 2:0 - ლევანდოვსკი (12'), 3:0 - ლევანდოვსკი (19'), 4:0 - რობენი (55'), 5:0 - რიბერი (81'), 6:0 - ლევანდოვსკი (90' პენ.).
გაფრთხილება: ვიდალი - ვან დრონგელენი, სანტოსი.

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - მარტინესი, ვიდალი (ტოლისო 46 (რუდი 65')') - რობენი (ტიაგო 62'), მიულერი, რიბერი - ლევანოვსკი.

ჰამბურგი: მატენია - დიკმაიერი (იანჩიჩი 24'), კირიაკოსი, ვან დრონგელენი, სანტოსი, საკაი - იუნგი, უოლასი (ვაგნომანი 70') - ჰანტი (იატა 87'), შიპლოკი, კოსტიჩი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა