...

ჰაინკესი: "მაქსიმალური კონცენტრაცია!"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, გუშინ "ბეშიქთაშთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო თამაშზე ისაუბრა და საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

5:0 მოგებასა და "ბაიერნის" უპირატესობაზე: "გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშე მყავს. მატჩს ყოველთვის მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მიუდგე, მნიშვნელობა არ აქვს უპირატესობას. ყოველთვის უნდა გინდოდეს თამაშის მოგება, პირველ მატჩზე დამოუკიდებლად. ვფიქრობ, ჩემი მოთამაშეები ამისათვის საკმარისად პროფესიონალები არიან."

მოსალოდნელ გიჟურ ატმოსფეროზე: "ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კარგ ატმოსფეროში თამაში. ფანებიც ამის ნაწილნი არიან. ვიცი, რომ ხვალ საკმაოდ მგრძნობიარე ფანები იქნებიან სტადიონზე და საკუთარ გუნდს წინ გაუძღვებიან. ეს მართლაც მომწონს. ფეხბურთი ქომაგების მხარდაჭერის გარეშე არაფერი იქნებოდა. სულმოუთენლად ველით ამ თამაშს."

სავარაუდო როტაციაზე: "ჩვენ 20 მაღალი კლასის მოთამაშე გვყავს და მე თითოეულ მათგანს ვენდობი. არ არსებობს უკეთესი თერთმეტეული. რა თქმა უნდა, გუნდს დაცვასა და შეტევაში სწორი ბალანსი სჭირდება - ეს იქნება მთავარი."

არიენ რობენის არყოფნაზე: "ის რომ აუცილებლად გვჭირდებოდეს, მოედანზე გავიდოდა, მაგრამ ახლა ცოტათი განსხვავებული სიტუაციაა. მას პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ისვენებს."

მეოთხედფინალისთვის დისკვალიფიკაციის შიში: "ჩემს ბიჭებს ყველაზე ექსტრემალურად ვამზადებ ხოლმე. 2013 წელს "ბარსელონასთან" საპასუხო ნახევარფინალში 5 მოთამაშე იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ გაფრთხილება არავის მიუღია. ფეხბურთელები ძალიან დისციპლინირებულნი უნდა იყვნენ და არ აყვნენ მეტოქის პროვოკაციას. მოთამაშეებს ორი ყვითელი ბარათის გამო არ დავასვენებ."

თამაშის გაუმჯობესებაზე: "ჩემი გამოცდილებიდან კარგად ვიცი რა არის საჭირო ჩემპიონთა ლიგაზე. ბუნდესლიგაში ვდომინირებთ, უდიდესი უპირატესობა გვაქვს. თუმცა ყოველ მატჩს სერიოზულად, სრული შემართებით ვუდგებით და ყოველ კვირა ბევრს ვმუშაობთ. თუმცა როდესაც შენი მეტოქეა მაღალი დონის გუნდია, მაშინ ყოველთვის არის რაღაც, რაც უფრო უკეთ შეგიძლია გააკეთო - იმედი მაქვს მომდევნო ეტაპზე გავალთ."

გერმანულმა გრანდმა პირველი თამაში შინ 5:0 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური თითქმის გაინაღდა. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, კიდევ ერთი გაფრთხილების შემდეგ მომდევნო მატჩს იოზუა კიმიხი, კორენტენ ტოლისო, სებასტიან რუდი და რობერტ ლევანდოვსკი გამოტოვებენ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა