...

ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ თამაშში მიუნხენის "ბაიერნმა" "ბეშიქთაში" თურქეთშიც დაამარცხა (3:1) და იუპ ჰაინკესმა უნიკალურ შედეგს მიაღწია.

72 წლის ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ჰაინკესის ეს ფენომენალური სერია ჯერ კიდევ ტრიუმფალურ 2012/13 წლების სეზონში დაიწყო, როდესაც "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 5 გამარჯვებით დაასრულა, რასაც მიმდინარე სეზონში მოგებული 6 მატჩი დაემატა.

"მწვრთნელები პრესისგან განსხვავებულად მეტყველებენ. მაგალითად, საშინაო თამაშებში ზედიზედ გატანილი გოლების რეკორდი მქონდა, რომელიც ახლახანს ლევანდოვსკიმ გაიმეორა. ჩემთვის, მთავარია, რომ გუნდმა აჩვენოს კარგი ფეხბურთი, განვითარდეს და მაყურებელს სასიამოვნო სპექტაკლი შესთავაზოს", - ასე შეაფასა ჰაინკესმა ეს დიდებული მიღწევა.

იუპი "რეკორდმაისტერს" 2017 წლის ოქტომბერში დაუბრუნდა და "ბაიერნი" ფანტასტიკურად აათამაშა - 28 თამაშში გუნდმა 26 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 1 მატჩი წააგო.

იუპ ჰაინკესის 11 მატჩიანი გამარჯვებათა სერია:
02/04/2013: ბაიერნი 2:0 იუვენტუსი
09/04/2013: იუვენტუსი 0:2 ბაიერნი
23/04/2013: ბაიერნი 4:0 ბარსელონა
01/05/2013: ბარსელონა 0:3 ბაიერნი
25/05/2013: ბაიერნი 2:1 დორტმუნდის ბორუსია
18/10/2017: ბაიერნი 3:0 სელტიკი
31/10/2017: სელტიკი 1:2 ბაიერნი
22/11/2017: ანდერლეხტი 1:2 ბაიერნი
05/12/2017: ბაიერნი 3:1 პსჟ
20/02/2018: ბაიერნი 5:0 ბეშიქთაში
14/03/2018: ბეშიქთაში 1:3 ბაიერნიскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა