მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა შემტევმა, ტომას მიულერმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ მისი თანაგუნდელი, რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ლიონელ მესისთან დამარცხდა:
'ბავარიელების, პოლონელების და გერმანელების გადმოსახედიდან, ოქროს ბურთის წლევანდელი ცერემონია იმედგაცრუებული იყო - რაც ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე მოხდა, სამწუხაროა. 2013 წელს მსგავსი სიტუაციაში აღმოჩნდა რიბერიც.
ფეხბურთში დიდი ხანია ვარ და ეს შედეგი პირარად მე არც ისე გამკვირვებია... ზოგადად კი ამ ყველაფერმა იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, მსოფლიო აღიარებისთვის წარამტებები საერთაშორისო დონეზეცაა საჭირო.
ჯილდო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის გადაეცა. ვულოცავ მას ოქროს ბურთის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩემი აზრით რობერტ ლევანდოვსკი ამას უფრო მეტად იმსახურებდა, - განაცხადა მიულერმა.