...

ლამმა კარიერა შესაძლოა სეზონის ბოლოს დაასრულოს

მიუნხენური კლუბის კაპიტანმა და მარჯვენა მცველმა, ფილიპ ლამმა, თავის კარიერის დასრულებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ამ სეზონის დაწყებამდე 32 წლის გერმანელმა აღნიშნა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება 2018 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სურს, მაგრამ ამჯერად ნაადრევი წასვლაც არ გამორიცხა.

"ამ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება? გამორიცხული ნამდვილად არაფერია, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის მაღალ დონეზე თამაში იყო და მინდა, რომ კარიერაც ღირსეულად დავასრულო. უბრალოდ სწორ დროსა და მომენტს დაველოდები", - განაცხადა ლამმა.

ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერაც მაჟორულ ნოტაზე, 2014 წლის მუნდიალის მოგების შემდეგ, დაასრულა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ასევე იხილეთ თემაზე:
ფილიპ ლამი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
SCHWARZENEGGERA
SCHWARZENEGGERA | 9 ნოემბერი 2016 13:38
აუუ ეს სულ გაგიჟდა ტო?????????????????????????????????????????????? ბრამ მსოფლიოზეც ითამაშე და მერე წადი რააააააააააააააააააააააააააააააააა
giga
giga | 9 ნოემბერი 2016 14:35
მსოფლიოზე როგორ ითამაშებს,მან დაასრულა ნაკრებში კარიერა.
arturi-baierni
arturi-baierni | 9 ნოემბერი 2016 19:35
თავის თავზე ზედმეტად შეყვარებული ბიჭია DD

ადმინ ჯიგარო კარგი ყველაფერი მაგრამ რაღაც დასახვეწია მაგალითად კომენტარების ველი ძალიან არეული პონტია უკეთაც შეიძლება თუ გინდათ ის ერთგული ქომაგები დაბრუნდნენ აქ მათიც უნდა გაითვალისწინო და ყურადღება გამოიჩინო როგორც სხვა კლუბის საიტებზეა
namtvralevi
namtvralevi | 9 ნოემბერი 2016 19:39
ციტატა: arturi-baierni
თავის თავზე ზედმეტად შეყვარებული ბიჭია DD

ადმინ ჯიგარო კარგი ყველაფერი მაგრამ რაღაც დასახვეწია მაგალითად კომენტარების ველი ძალიან არეული პონტია უკეთაც შეიძლება თუ გინდათ ის ერთგული ქომაგები დაბრუნდნენ აქ მათიც უნდა გაითვალისწინო და ყურადღება გამოიჩინო როგორც სხვა კლუბის საიტებზეა

მართალია ეს კაცი კომენტარების ველია დასახვეწი
admin
admin | 9 ნოემბერი 2016 19:51
ბიჭებო კომენტარებზე დამცავი კოდი მოიხსნა, ინგლისური შიფტით დაწერის პრობლემაც აღარ არის, პლიუს დაემატა ხელმოწერის ფუნქცია რომელიც პროფილის რედაქტირებისას signature-ს ველში შეგიძლიათ დაწეროთ და მერე კომენტარის ქვეშ გამოჩნდება...სამომავლოდ კიდე კომენტარების ახალ დიზაინზაც ვიმუშავებთ უბრალოდ ახლა ვერ მოხერხდა განახლება, ამიტომ რაც იყო ის გავაუმჯობესეთ...ძველ ადმინისტრაციას ბოლო პერიოდში ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენი აზრი გავიგოთ და გავითვალისწინოთ, ნელ-ნელა თქვენ აქტიურობასთან ერთად დავხვეწავთ საიტს და ახალ საინტერესო რუბრიკებსაც დავიწყებთ, რომ გასარჩევი თემებიც ბევრი იყოს
arturi-baierni
arturi-baierni | 9 ნოემბერი 2016 20:05
ეგრე რა ადმინ მთავარია ერთმანეთს პატივი ვსცეთ დროებით არა უშავს მაგრამ შესაცვლელია ......სხვა ბევრი კარგი სიახლე თუ დაემატება ამას რა ჯობია იქნებ ის ნაწყენი ქოამგებიც დაბრუდნენ თავიანთ სახში სადაც თავს კარგად ვგრძნობდით..........ერთი რაც მინდა კიდევ არის რამოდნიმე კლუბის საიტზე და თუ აქაც იქნება შესაძლებელი როცა გუნდის თამაში იწყება პირდაპირი ჩაირთოს ამ საიტზე და არა რაღაც ლინკების დაყრა თუ ეს მოხერხდება ძალიან ბევრი ქომაგი მოიყრის აქ თავს
კომენტარის დამატება
( ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
დამცავი კოდი:
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა