...

რაული: "ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რაულ გონსალეს ბლანკომ, მიუნხენის "ბაიერნთან" დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"იუპ ჰაიკესს ჩემპიონთა ლიგაზე უდიდესი გამოცდილება აქვს და მასთან ერთად "ბაიერნი" ნებისმიერი გუნდისთვის საშიში მოწინააღმდეგეა. მათ ტიტულის მოპოვება ნადვილად შეუძლიათ.

თუმცა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის გუნდებიც ძალიან ძლიერები არიან და რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალიც" არ უნდა დავივიწყოთ.

რობერტ ლევანდოვსკი? ის ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ "რეალს" რონალდუ, ბენზემა და ბეილი ჰყავს. ლევანდოვსკი არამხოლოდ "რეალისთვის", არამედ ნებისმიერი კლუბისთვის იდეალური ვარიანტია. თუმცა ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს.

ხამესი "ბაიერნში" მართლაც ძალიან კარგად თამაშობს. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ გერმანულ ფეხბურთში ადაპტაცია მარტივი არ არის. თუმცა მან ეს შეძლო და მიუნხენში ბედნიერია. ხამესი "ბაიერნის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ლეონ გორეცკა? "შალკეს" ახალგაზრდებთან მუშაობა უბრალოდ ფანტასტიკურია. მე ილიან დრაქსლერთან ჯერ კიდევ მაშინ ვთამაშობდი, როდესაც ის მხოლოდ 17 წლის იყო. ახლა ის "პსჟ-ში" თამაშობს. ლეროი სანე "მანჩესტერ სიტიში" წავიდა, გორეცკა კი - "ბაიერნში". ვფიქრობ, "ბაიერნს" მისი იმედი შეუძლია ჰქონდეს", - განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა