მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, იოზუა კიმიხმა, თავის კარიერულ წინსვლაზე ისაუბრა და დაახასიათა თითოეული მწვრთნელი, რომელთანაც უმუშავია.
"პროფესიონალურ დონეზე იოგი ლიოვი იყო პირველი, რომელმაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე დამინახა. ლიოვის მადლობელი ვარ და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.
პეპთან ერთად კი უდიდესი ნაბიჯები გადავდგი. მან ისეთი რაღაცები დამანახა, რაც მანამდე არ ვიცოდი. გვარდიოლამ მე, როგორც მოთამაშე ისე იდეალურად გამაანალიზა, რომ საკუთარი თავი უმალვე შევიცანი.
მან აგრეთვე მითხრა, რომ მე არ ვარ გერმანელი ტალანტი ალიბით, რომელსაც ნებისმიერი სხვა კლუბი წაიყვანდა. მან მითხრა, რომ რეალური შანსი მივიღე და ყველაფერი ჩემს ხელში იყო.
მისტერ ჰაინკესი კი ბევრს მესაუბრება ფლანგის ტექნიკის დახვეწაზე და მაგალითად, ჩაწოდების დამუშავებაზე.
ჩემი მიზანია, რომ მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერი გავხდე. მე ამ როლის ნამდვილად არ მეშინია", - აღნიშნა 22 წლის გერმანელმა.
იოზუა კიმიხი მიუნხენურ გრანდს 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა და ესპანელმა სპეციალისტმა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში მას სრული ნდობა გამოუცხადა.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი იოზუამ გერმანიის ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიმკვიდრა ადგილი, ახლა კი ამ როლს "ბაიერნშიც" ჩინებულად ასრულებს.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.