...

რუმენიგე ლევანდოვსკის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ცნობილ გერმანულ გამოცემა "Kicker-თან" რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

"რამ უნდა გვაიძულოს სხვა გადაწყვეტილების მიღება? რობერტ ლევანდოვსკის სატრანსფერო ფასი უბრალოდ არ გააჩნია, "ბაიერნი" მას სრულიად გიჟური თანხის სანაცვლოდაც არ გაყიდის.

მიყვარს 2008 წლის გახსენება, როდესაც "ჩელსიმ" ფრანკ რიბერის ტრანსფერის თაობაზე არანორმალური შემოთავაზება გაგვიკეთა, მაგრამ ჩვენ ლონდონელები უარით გავისტუმრეთ.

მას შემდეგ მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის, რომ "ბაიერნის" მოთამაშის შეძენა კლუბის სურვილის საწინააღმდეგოდ შეუძლებელია. ასეთივე სიტუაციაა ლევანდოვსკის შემთხვევაშიც", - განაცხადა კალემ.

ბოლო პერიოდში 29 წლის პოლონელი ფორვარდის სახელს მადირიდის "რეალს" სულ უფროდაუფრო ხშირად უკავშირებენ და გუნდის დატოვება თავად რობერტსაც სურს.

ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან 2021 წლამდეა გათვლილი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რუმენიგე რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა