ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ბაიერნმა შინ ბარსელონა მიიღო და მეტოქე 3:0 გაანადგურა.
უკვე, ტურნირის ჯგუფური ეტაპი პრაქტიკულად დასრულებულია და 16 მერვედფინალისტიდან 15 უკვე ცნობილია.
ბაიერნს, 1/8 ფინალში ამ გუნდებიდან რომელიმე შეხვდება: პსჟ, ატლეტიკო მადრიდი, სპორტინგი, ინტერი, ვილიარეალი/ატალანტას შორის გამარჯვებული, ზალცბურგი ან ჩელსი.